ბინის რემონტი და ინტერიერის დიზაინი თბილისში
სრული სარემონტო მომსახურება საცხოვრებელი და კომერციული ფართებისთვის, შავი კარკასიდან გასაღების ჩაბარებამდე.
- ინდივიდუალური მიდგომა
- ხარჯთაღრიცხვა 48 საათში
- ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები
- 2-6 წლიანი გარანტია
დავიწყოთ თქვენი რემონტი
შეავსეთ მარტივი კითხვარი, დანარჩენზე კი ჩვენ ვიზრუნებთ.
სარემონტო მომსახურება თბილისში
დიზაინი, რემონტი და ავეჯის დამზადება. თქვენს რემონტზე ერთი გუნდი იზრუნებს.

ინტერიერის დიზაინი
ინტერიერის დიზაინი თბილისში: განლაგება, 3D ვიზუალიზაცია, მასალების შერჩევა და შესყიდვების სრული სია.
ფასი პროექტის მიხედვითდეტალურად
ბინის სრული რემონტი
ბინის, სახლის და კომერციული ფართის რემონტი: კედლები, იატაკი, ელექტროობა, სანტექნიკა, სააბაზანო და სამზარეულო. ერთი გუნდი, ერთი პასუხისმგებლობა.
ფასი პროექტის მიხედვითდეტალურად
ავეჯი ინდივიდუალური შეკვეთით
სამზარეულოს ავეჯი, ჩაშენებული კარადები და ბიბლიოთეკები, ზუსტად თქვენი სივრცის ზომებზე. საცხოვრებელი და კომერციული სივრცეებისთვის.
ფასი პროექტის მიხედვითდეტალურადროგორ მიმდინარეობს რემონტი
უფასო ვიზიტი
ვზომავთ სივრცეს და ვისმენთ თქვენს სურვილებს.
შეფასება
48 საათში მიიღებთ რემონტის დეტალურ ხარჯთაღრიცხვას.
რემონტი
სამუშაოს ჩვენი გუნდი ასრულებს. გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია.
ჩაბარება
ჩაბარებამდე ყველა დეტალს ერთად ვამოწმებთ.
დასრულებული რემონტის პროექტები
ბინის რემონტი, სააბაზანოს რემონტი და კომერციული ფართები თბილისში.
ხშირად დასმული კითხვები
ვერ იპოვეთ პასუხი? დაგვირეკეთ +995 568 10 38 26
რემონტის ხარჯთაღრიცხვა მართლა უფასოა?
დიახ. ვიზიტი და წერილობითი შეფასება უფასოა და არანაირ ვალდებულებას არ გაკისრებთ.
რამდენ ხანს გრძელდება ბინის რემონტი?
სააბაზანოს დაახლოებით 3 კვირა სჭირდება, სრულ 80-100 მ² ბინას კი ჩვეულებრივ 2-3 თვე.
შეიძლება ფასი შეიცვალოს სამუშაოს დროს?
მხოლოდ მაშინ, თუ პროექტში რამე იცვლება. მაგალითად, ემატება ახალი სამუშაო, იცვლება მასალა ან თქვენი მოთხოვნა. ასეთ შემთხვევაში ყველაფერს წინასწარ განვიხილავთ.
თბილისის რომელ უბნებში აკეთებთ რემონტს?
ვმუშაობთ თბილისის ყველა უბანში: ვაკე, საბურთალო, დიდი დიღომი, ვერა, ისანი, გლდანი და სხვა.
რა ღირს ბინის რემონტი 1 კვ.მ-ზე?
ბინის რემონტის ფასი 1 კვ.მ-ზე ყველა პროექტისთვის ერთნაირი არ არის. ფასზე გავლენას ახდენს ფართი, ობიექტის მდგომარეობა (შავი, თეთრი თუ მწვანე კარკასი), არჩეული მასალები და თქვენი მოთხოვნები. ამიტომ ჯერ ობიექტს უფასოდ ვათვალიერებთ და 48 საათში გიზიარებთ ზუსტ ხარჯთაღრიცხვას.
აკეთებთ ახალ აშენებულ ბინაში რემონტს შავი კარკასიდან?
დიახ. ვიწყებთ შავი ან თეთრი კარკასიდან და ვასრულებთ სრულ რემონტს: ტიხრები, ელექტროობა, სანტექნიკა, ლესვა, იატაკი, კაფელი და საბოლოო მოპირკეთება. ასევე ვაკეთებთ ძველი ბინის რემონტს.
შეიძლება მხოლოდ სააბაზანოს ან სამზარეულოს რემონტი?
დიახ. შეგიძლიათ შეუკვეთოთ ცალკე სააბაზანოს რემონტი, სამზარეულოს რემონტი, მხოლოდ ინტერიერის დიზაინი ან ავეჯის დამზადება.
მზად ხართ გაიგოთ, რად შეიძლება იქცეს თქვენი სივრცე?
მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ და მიიღეთ რემონტის უფასო ხარჯთაღრიცხვა.



