
ვინ ვართ
იდეიდან გასაღების ჩაბარებამდე თქვენს პროექტზე ზრუნავს ერთი გუნდი - არქიტექტორები, დიზაინერები და ხელოსნები ერთად.
ჩვენი კომპანიის ღირებულებებია:
- სანდოობა
- გამჭვირვალობა
- სიზუსტე
რადგან ზუსტად ვიცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვის ანდობ შენს სივრცეს.

რატომ ჩვენ
პრინციპები, რომლითაც ყველა პროექტზე ვმუშაობთ.
არქიტექტურული ხედვა
გამოცდილ არქიტექტორებსა და დიზაინერებს ზუსტად გვესმის ტექნიკური და სამშენებლო ასპექტები, ამიტომ დიზაინი ყოველთვის შესრულებადია.
ერთი გუნდი, ერთი პასუხისმგებლობა
დიზაინერი, ხელოსნები და ავეჯის წარმოება ერთ გუნდშია. არ გიწევთ რამდენიმე შემსრულებლის კოორდინირება.
ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები
ვადები, სამუშაოს მოცულობა და პირობები წინასწარ იწერება ხელშეკრულებაში.
ხარისხიანი მასალები
მასალებს ვარჩევთ გამძლეობისა და ესთეტიკის მიხედვით და ყოველ არჩევანს თქვენთან ვათანხმებთ.
ყოველდღიური კომუნიკაცია
რემონტის მსვლელობისას ყოველთვის იცით, რა ეტაპზეა სამუშაო.
2-წლიანი გარანტია
შესრულებულ სამუშაოზე გაძლევთ 2-წლიან გარანტიას.
როგორ ვმუშაობთ
ოთხი მარტივი ეტაპი პირველი ზარიდან დასრულებულ სივრცემდე.
უფასო ვიზიტი
ვზომავთ სივრცეს და ვისმენთ თქვენს სურვილებს.
დიზაინი და შეფასება
48 საათში მიიღებთ გეგმას, ვიზუალიზაციას და ფიქსირებულ ფასს.
რემონტი
სამუშაოს ჩვენი გუნდი ასრულებს. გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია.
ჩაბარება
ჩაბარებამდე ყველა დეტალს ერთად ვამოწმებთ.

ჩვენთვის კარგი რემონტი ისაა, რომლის შემდეგაც სივრცე ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ვიზუალიზაციაზე, და ყველაფერი დროულად სრულდება.
მზად ხართ ნახოთ, რად შეიძლება იქცეს თქვენი სივრცე?
მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ. უფასო ვიზიტი და ხარჯთაღრიცხვა არანაირ ვალდებულებას არ გაკისრებთ.
