დაგვიკავშირდით, ხარჯთაღრიცხვა უფასოა
შეავსეთ ფორმა ან დაგვირეკეთ. ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაგირეკავთ და შევთანხმდებით უფასო ვიზიტზე. რემონტის ხარჯთაღრიცხვას 48 საათში მიიღებთ.
დავიწყოთ თქვენი რემონტი
შეავსეთ მარტივი კითხვარი, დანარჩენზე კი ჩვენ ვიზრუნებთ.
ხშირად დასმული კითხვები
რემონტის ხარჯთაღრიცხვა მართლა უფასოა?
დიახ. ვიზიტი და წერილობითი შეფასება უფასოა და არანაირ ვალდებულებას არ გაკისრებთ.
რამდენ ხანს გრძელდება ბინის რემონტი?
სააბაზანოს დაახლოებით 3 კვირა სჭირდება, სრულ 80-100 მ² ბინას კი ჩვეულებრივ 2-3 თვე.
შეიძლება ფასი შეიცვალოს სამუშაოს დროს?
მხოლოდ მაშინ, თუ პროექტში რამე იცვლება. მაგალითად, ემატება ახალი სამუშაო, იცვლება მასალა ან თქვენი მოთხოვნა. ასეთ შემთხვევაში ყველაფერს წინასწარ განვიხილავთ.
თბილისის რომელ უბნებში აკეთებთ რემონტს?
ვმუშაობთ თბილისის ყველა უბანში: ვაკე, საბურთალო, დიდი დიღომი, ვერა, ისანი, გლდანი და სხვა.
რა ღირს ბინის რემონტი 1 კვ.მ-ზე?
ბინის რემონტის ფასი 1 კვ.მ-ზე ყველა პროექტისთვის ერთნაირი არ არის. ფასზე გავლენას ახდენს ფართი, ობიექტის მდგომარეობა (შავი, თეთრი თუ მწვანე კარკასი), არჩეული მასალები და თქვენი მოთხოვნები. ამიტომ ჯერ ობიექტს უფასოდ ვათვალიერებთ და 48 საათში გიზიარებთ ზუსტ ხარჯთაღრიცხვას.
აკეთებთ ახალ აშენებულ ბინაში რემონტს შავი კარკასიდან?
დიახ. ვიწყებთ შავი ან თეთრი კარკასიდან და ვასრულებთ სრულ რემონტს: ტიხრები, ელექტროობა, სანტექნიკა, ლესვა, იატაკი, კაფელი და საბოლოო მოპირკეთება. ასევე ვაკეთებთ ძველი ბინის რემონტს.
შეიძლება მხოლოდ სააბაზანოს ან სამზარეულოს რემონტი?
დიახ. შეგიძლიათ შეუკვეთოთ ცალკე სააბაზანოს რემონტი, სამზარეულოს რემონტი, მხოლოდ ინტერიერის დიზაინი ან ავეჯის დამზადება.
