Remont Studio, სარემონტო და დიზაინის კომპანია თბილისში
2022 წლიდან ვაკეთებთ ბინების და კომერციული ფართების რემონტს, ინტერიერის დიზაინს და ავეჯს შეკვეთით. ვქმნით სივრცეებს, რომლებიც წლებს უძლებს.

ვინ ვართ
ჩვენ არ ვართ მორიგი სარემონტო კომპანია. ჩვენი გუნდი თქვენს სივრცეზე სრულყოფილად ზრუნავს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამი რამ:
- პასუხისმგებლობა. რაზეც შევთანხმდით, იმაზე პასუხისმგებლობას სრულად ვიღებთ.
- გამჭვირვალობა. ფასები, მასალები, ვადები და სამუშაოები წინასწარ თანხმდება, მოულოდნელობების გარეშე.
- ხარისხი. ვირჩევთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არა მხოლოდ დღეს არის კარგი, არამედ წლების შემდეგაც გამოგადგებათ.
ჩვენი მიზანი მარტივია: რემონტის პროცესში მომხმარებელს რაც შეიძლება ნაკლები საზრუნავი ჰქონდეს და შედეგით ისიამოვნოს.

რატომ Remont Studio
პრინციპები, რომლითაც ყველა პროექტზე ვმუშაობთ.
არქიტექტურული ხედვა
გამოცდილ არქიტექტორებსა და დიზაინერებს ზუსტად გვესმის ტექნიკური და სამშენებლო ასპექტები, ამიტომ დიზაინი ყოველთვის შესრულებადია.
ერთი გუნდი, ერთი პასუხისმგებლობა
დიზაინერი, ხელოსნები და ავეჯის წარმოება ერთ გუნდშია. არ გიწევთ რამდენიმე შემსრულებლის კოორდინირება.
ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები
ვადები, სამუშაოს მოცულობა და პირობები წინასწარ იწერება ხელშეკრულებაში.
ხარისხიანი მასალები
მასალებს ვარჩევთ გამძლეობისა და ესთეტიკის მიხედვით და ყოველ არჩევანს თქვენთან ვათანხმებთ.
ყოველდღიური კომუნიკაცია
რემონტის მსვლელობისას ყოველთვის იცით, რა ეტაპზეა სამუშაო.
2-6 წლიანი გარანტია
შესრულებულ სამუშაოზე გაძლევთ 2-6 წლიან გარანტიას.
როგორ მიმდინარეობს რემონტი
ოთხი მარტივი ეტაპი პირველი ზარიდან დასრულებულ სივრცემდე.
უფასო ვიზიტი
ვზომავთ სივრცეს და ვისმენთ თქვენს სურვილებს.
შეფასება
48 საათში მიიღებთ რემონტის დეტალურ ხარჯთაღრიცხვას.
რემონტი
სამუშაოს ჩვენი გუნდი ასრულებს. გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია.
ჩაბარება
ჩაბარებამდე ყველა დეტალს ერთად ვამოწმებთ.

ჩვენთვის კარგი რემონტი ნიშნავს დროულად ჩაბარებულ და ბოლო დეტალამდე დასრულებულ ბინას.
მზად ხართ გაიგოთ, რად შეიძლება იქცეს თქვენი სივრცე?
მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ და მიიღეთ რემონტის უფასო ხარჯთაღრიცხვა.
